2023 წელს Disney დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიამ არაერთი აქტივობა და მარკეტინგული კამპანია წამოიწყო, რომელშიც სხვადასხვა ცნობილი ბრენდი, თუ ცნობილი ადამიანია ჩართული.
სწორედ საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, Disney-მ და Swarovski-მ კოლაბორაციული პროექტი წარადგინეს – Swarovski-ს გლობალურმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ჯოვანა ენგელბერტმა „კონკიას“ ფეხსაცმლის ზუსტი ასლი შექმნა. ფეხსაცმელი Disney-ის 2015 წლის მხატვრული ეკრანიზაციის მიხედვით შეიქმნა.
მოდელი ავსტრალიაში მდებარე Swarovski-ს ცენტრალურ ოფისში დამზადდა. ფეხსაცმელს 221 წახნაგი აქვს. მასალად გამოყენებულია Aurora Borealis-ის სახელით ცნობილი მყარი კრისტალისგან, რომელსაც უნიკალური ამრეკლავი თვისებები აქვს და განსაკუთრებული ბზინვარებით არის ცნობილი. მოდელზე რვა ტექნიკოსისგან შემდგარი გუნდი 150 საათის განმავლობაში მუშაობდა.
Disney 1923 წელს დაარსდა. თავდაპირველად მისი სახელი Disney Brothers Studio იყო. 1926 წელს კომპანია Walt Disney Productions-ის სახელით წარდგა ბაზარზე. საბოლოო რებრენდინგის ფარგლებში კი, კომპანია Disney-ის სახელით ოპერირებს.