JUNYA WATANABE COMME des GARÇONS MAN იმ ბრენდების და დიზაინერების მზარდ სიას შეუერთდა, რომლებსაც Supreme-სთან უთანამშრომლიათ. იაპონელი დიზაინერის არქივებით შთაგონებული 2021 წლის შემოდგომის სეზონის კაფსულა კოლექცია გაყიდვაში ამ კვირაში გამოვა.
ჯუნია ვათანაბე 1961 წელს ფუკუშიმაში, იაპონიაში დაიბადა. მან სწავლა ტოკიოს Bunka Fashion College-ში დაამთავრა, რის შემდეგაც მოდის დიზაინერის ცოდნის პრაქტიკულ დაუფლებას COMME des GARÇONS MAN-ში შეუდგა. თავის სახელობის ბრენდში პირველი კოლექცია 1992 წელს წარადგინა და მას შემდეგ დაიმკვიდრა სახელი, რომელთანაც კონსტრუირების ექსპერიმენტული მეთოდები და გამოყენებული უჩვეულო მასალები ასოცირდება.
Supreme-ს ყოველი მორიგი კოლაბორაცია განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს. ქუჩის სტილის ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს Vans-ის, The North Face-ს და Nike-ის მსგავს კომპანიებთან და ასევე ისეთ მოდის სახლებთანაც იკვეთება, როგორებიცაა: Louis Vuitton, Emilio Pucci და Jean Paul Gaultier.
Supreme x JUNYA WATANABE COMME des GARÇONS MAN კოლექცია მოიცავს: გორტექსის დენიმის პარკას, ტყავის ორბორტიან ქურთუკს, ჰუდებს, მაისურებს, “კარგო” შარვლებს, ზურგჩანთებს, პერანგებს, ფეჩვორქ ქურთუკებს, მრგვალი ფორმის ქუდებსა და ბრელოკებს.
© Hypebeast / Supreme
JUNYA WATANABE COMME des GARÇONS MAN-ის და Supreme-ს საერთო კოლექციიდან სასურველი ნივთების შეძენა 4 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.