
Supreme-ს და UNDERCOVER-ს შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ხმები პირველად ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ დღეს დადასტურდა. ბრენდებმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ვხედავთ კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილ ქურთუკს და ფლანელის პერანგს, რომლებზეც წარმოდგენილია ორივე ბრენდის ლოგო, წელი და წარწერა: “ANTI WAR.” ასევე ვიგებთ, რომ კოლექციის გამოშვება 30 მარტს იგეგმება. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ეს Supreme-ს და UNDERCOVER-ს შორის შემდგარი რიგით მეოთხე თანამშრომლობაა. ბოლო საერთო კოლექცია ბრენდებმა ხუთი წლის წინ, 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე გამოუშვეს.