ვოგის ბრიტანულმა გამოცემამ 2022 წლის ზაფხულის პირველი ნომერი გაავრცელა. გარეკანზე ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჩენია გამოსახული.

ეს არის ბუნდჩენისთვის პირველი ბრიტანული ვოგი, მას შემდეგ, რაც გამოცემის მთავარ რედაქტორად ედვარდ ენინფული დაინიშნა. ივნისის ნომრის ძირითადი ფოტოსესიის სტილისტიც სწორედ ენინფულია. გარეკანზე ჟიზელს მაიკლ კორსის სამოსი ამშვენებს.

ბრაზილიელი ინარჩუნებს ვოგის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სუპერმოდელის სტატუსს. ბუნდჩენი მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის 147 გარეკანზეა დაბეჭდილი.

Vogue დიდი ბრიტანეთი – ივნისი 2022

ფოტოგრაფი სტივენ მეისელი