სათვალე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია. გარდა ფუნქციური დატვირთვისა, ის სტილის მნიშვნელოვანი დეტალიც არის და რაც ყველაზე მთავარია, თავსებადია ყველა გარემოებასთან და იმიჯთან. სწორად შერჩეულ სათვალის მოდელს შეუძლია ჩვენი ლუქის მთავარ დეტალადაც იქცეს და საკმაოდ ეფექტურად წარმოგვაჩინოს. ვიზუალური და ფუნქციური დატვირთვის მიღმა კი, სათვალე ის ნივთია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადგილას პრივატულობის შეგრძნებით კომფორტი შეგვიქმნას. მოდის ყველა მოყვარულმა იცის, რომ ტანისამოსზე ფულის დაზოგვა შესაძლებელია, მაგრამ კარგ სათვალეზე არასდროს არ უნდა გავაკეთოთ ზედმეტი ეკონომია – ამ აქსესუარის უპირატესობები ხომ უპირველესად ხარისხით განისაზღვრება.
რთულად იპოვით ადამიანს, რომლის ყოველდღიურ ნივთებს შორის სათვალე არ არის. სწორედ დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ჩვენს რეალობაში არც ისე მარტივია სასურველი მოდელის პოვნა. თუმცა, ამიერიდან ქართველი მომხმარებლისთვის ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან ქართულ ბაზარზე ცნობილი მაღაზიის ბრენდი SUNGLASS HUT იმკვიდრებს ადგილს. მაღაზია მომხმარებელს ლუქს მარკის სათვალეებს სთავაზობს. SUNGLASS HUT-ის პორტფოლიო მოიცავს საკუთრებაში არსებულ ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის: Ray- Ban, Oakley, Costa del Mar, Vogue Eyewear, Arnette, Persol, Oliver Peoples, Alain Mikli, Bolon, Molsion, Osse, Foster Grant, Starck, Sferoflex, Brooks Brothers. ასევე აერთიანებს ლიცენზირებულ ბრენდებს, რომელთა შორის არის: Giorgio Armani, Emporio Armani, Armani Exchange, Burberry, Bvlgari, Chanel, Coach, Dolce & Gabbana, Ferrari, Michael Kors, Tory Burch, Prada, Prada Linea Rossa, Miu Miu, Ralph Lauren, Barberini, Tiffany & Co., Swarovski and Versace.
25 დეკემბრიდან, Sunglass Hut ოფიციალურად შემოაბიჯებს საქართველოს საზღვარზე და წინასაახალწლოდ საჩუქრის შერჩევას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ განთავსებულ მაღაზიაში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ფიზიკურ სივრცეში დაათვალიერონ მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც საერთაშორისო წამყვანი ბრენდების უამრავ მოდელს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ SUNGLASS HUT-ს საქართველოში ოპერირებას გაუწევს Retail Group Georgia – კომპანია, რომელიც დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით არაერთ წამყვან ბრენდს წარადგენს.
მიუხედავად საქართველოს ბაზრის მცირე მოცულობისა, სასიამოვნოა, რომ გლობალური ბრენდისათვის ჩვენი ქვეყნის საზღვრებში შემოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეა. ქართული ფილიალის გახსნას თავად Sunglass Hut-ის რეგიონული მარკეტინგისა და ვიზუალური მერჩენდაიზის მენეჯერი, Valentine Turbian გამოეხმაურა – „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი მაღაზია თბილისში, გამორჩეულ სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ გაიხსნა. ჩვენი ახალი მაღაზიის მთავარი მიზანია, რომ Sunglass Hut-ის უნიკალური სტილი ხელმისაწვდომი იყოს ქართველი მომხმარებლისათვის და ბრენდმა შოპინგის განსაკუთრებული გამოცდილება დაამკვიდროს.”
როდესაც ვსაუბრობთ Sunglass Hut-ის, როგორც ბრენდის გავლენასა და რეპუტაციაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ამაში დიდი წვლილი სწორედ კომპანიის წარმატების ისტორიას მიუძღვის. 1971 წელს, ფლორიდაში ერთი კიოსკით დაწყებული ბიზნესი, დღეს მსოფლიოს მასშტაბით 3000-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს. თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღაზიის უნიკალური დიზაინი, პრემიუმ ბრენდების არჩევანი და თითოეულ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა – ეს ის მთავარი პრინციპებია, რასაც Sunglass Hut არასოდეს ღალატობს. უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს მასშტაბით, Sunglass Hut თანამედროვე ცხოვრების წესისა და სტილის გამომხატველ ბრენდად იქცა. Sunglass Hut-ის მაღაზიებს შეხვდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით: ამერიკა, ევროპა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ასე შემდეგ.
Sunglass Hut-ის კოლექციების დასათვალიერებლად ესტუმრეთ „თბილისი მოლში“ მდებარე მაღაზიას.