Dries Van Noten-სა და Stüssy-ს შორის მოულოდნელი თანამშრომლობა შედგა. მათ ერთობლივად შექმნეს კოლექცია, რომელიც ორივე ბრენდის მახასიათებლებს აერთიანებს. დრისის მკაფიო ფერები და თვალისმომჭრელი პრინტები Stüssy-ის ხელწერად ქცეულ ქუჩის სტილში გამოხატულ კალიფორნიულ განწყობას ერწყმის. კოლექცია მოიცავს: მაისურებს, სპორტულ სვიტერებს და შარვლებს, პარკებს, ჯინსებს, ბლეიზერებს და ა.შ.

კოლექციას რეკლამას უწევს როკ-ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის ბას-გიტარისტი ფლი. კამპანიისთვის მუსიკოსი ტაირონ ლებონმა გადაიღო.

Stüssy-ისთვის სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა სიახლეს არ წარმოადგენს. წლების განმავლობაში streetwear ბრენდის პარტნიორებს შორის იყვნენ: Comme des Garçons, Dior, Nike, Converse და სხვები. რაც შეეხება ბელგიელ დიზაინერს, დრისისთვის კოლაბორაციები იშვიათობას წარმოადგენს. თუმცა 2019 წელს მან ყველა სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა, როდესაც ლეგენდარულ კრისტიან ლაკრუასთან ითანამშრომლა. მათი ნამუშევრების ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე გაიმართა.

Stüssy-ის და Dries Van Noten-ის კოლექცია გაყიდვაში 18 ნოემბრიდან გამოვა. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება მსოფლიო მასშტაბით ორივე ბრენდის მაღაზიებში, Dover Street Market-ის შერჩეულ ლოკაციებზე და ონლაინ – stussy.com-სა და driesvannoten.com-ზე.