სტივენ მეიზელი და ლინდა ევანჯელისტა ერთმანეთს პირველად 1987 წელს შეხვდნენ და მას შემდეგ მსოფლიოს არაერთი საუცხოო კადრი აჩუქეს. წლების განმავლობაში სუპერმოდელი მოდის ლეგენდარული ფოტოგრაფის მუზად და მეგობრად იქცა. მათი განსაკუთრებული ტანდემის შედეგად, სტივენის გადაღებული უმშვენიერესი ლინდას მოდის ყველაზე გავლენიანი ჟურნალების გვერდებზე დაბეჭდილი გამოსახულებები უკვე მრავალი წელია წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდნენს მნახველზე, სწორედ ამიტომ ამ საკულტო თანამშრომლობასთან დაკავშირებით გავრცელებული სიახლე მოსალოდნელთან ერთად ამაღელვებელიც აღმოჩნდა.

როგორც ცნობილი გახდა, გამომცემლობა Phaidon-ი გამოსცემს წიგნს, სახელწოდებით “ლინდა ევანჯელისტა სტივენ მეიზელის ობიექტივში.” მას თანდართული ექნება უილიამ ნორვიჩის დაწერილი შესავალი და თავს მოუყრის ლინდას 1987-დან 2011 წლამდე გადაღებულ 190-ზე მეტ ფოტოს. ეს სასიხარულო ამბავი გაჟღერდა სტივენის ოფიციალურ ინსტაგრამ პროფილზეც, რომლის შექმნაც სიახლის გამჟღავნებას დაემთხვა.

წიგნი 13 სექტემბერს გამოიცემა – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დასკვნით დღეს. მისი ღირებულება $150 იქნება.