მოდა ორიენტირებულია ცვლილებებისა და ახალი ტრენდების დანერგვისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნორმალურია და სიახლეს არც არავისთვის წარმოადგენს, ალბათ თავადაც შეამჩნევდით, რომ თანამედროვე სამყაროს დაჩქარებულმა ტემპებმა მოდის მრავალფეროვნებას უფრო ქაოტური ხასიათი შესძინა.
კოლექციების, ტრენდების არათუ სეზონურმა, არამედ თითქმის ყოველკვირეულმა ცვლამ, ახალი ბრენდების, დიზაინერებისა და მოდელების სიმრავლემ, გონივრული შოპინგი გამოწვევად აქცია. ამიტომ ყოველთვის, როდესაც გარდერობის განახლებას, ან შეცვლას გადავწყვეტთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დახვეწილი, კომფორტული და კლასიკური ყოველდღიური სტილი არის ის რასაც, ხშირად, უკეთესი ალტერნატივა არ გააჩნია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ხელმისაწვდომიცაა.
სწორედ ეს მოცემულობა განაპირობებს ხელმისაწვდომი ყოველდღიური სტილის ბრენდების მზარდ პოპულარობას მსოფლიოში. ბოლოდროს კი, განსაკუთრებით შესამჩნევია მათზე მოთხოვნის ზრდა მოდის ინფლუენსერებშიც.
მაგალითისთვის, ამ სტატიაში, თვალი გადავავლოთ, თუ როგორ ირგებენ ინფლუენსერები, ყოველდღიური სტილის და არა მარტო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის, Stradivarius-ის კოლექციებს:
200,000-ზე მეტი გამომწერით ინსტაგრამზე, @BentheLiem-ის სტილი ხშირად იქცევს ყურადღებას. „სტრადივარიუსის“ მაღალყელიანი შავი ნაქსოვი სვიტერი, დენიმი, კლასიკური ჩექმა და აქსესუარები, იდეალური კომბინაციაა ე.წ. “Casual” ლუქისთვის.
თუ თქვენს ყოველდღიურ სტილს ნაკლები სიმკაცრით და უფრო ნათელ ტონალობებში გადაწყვეტილს ხედავთ, მაშინ ინსპირაციისთვის @oliwia_bugala-ს გირჩევთ. Stradivarius-ის ეს მარტივი ლუქი ზამთრის სუსხიან დღეებს უფრო ენერგიულს და სახასიათოს გახდის.
ტანზე გამოყვანილი ნაქსოვი კაბა და გრძელი ქურთუკი შეხამებული ფერებში – ასე წარმოაჩენს საკუთარ ფემინურ სტილს @paulapifer_. პაულას გემოვნებით შერჩეული Stradivarius უფრო კლასიკური და სექსუალურია, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ბრენდს არ აქვს ვიწროდ ერთ მიმართულებაზე მორგებული სტილი.
შემდეგი გახლავთ @chloebbbb, ინსტაგრამზე 800,000-ზე მეტი გამომწერით. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მისი ლუქი ერთი შეხედვით არ აერთიანებს განსაკუთრებულ ელემენტებს, თუმცა ძალიან ცოცხალია. შეხამებული ჯინსი, სვიტერი, კეპი და პატარა ზომის ჩანთა – იდეალურია მათთვის, ვისაც ბევრი ძალისხმევისა და ფიქრის გარეშე სურს გამოიყურებოდეს კარგად.
და ბოლოს, ჩვენს ყურადღებას იქცევს @sofiamcoelho, რომელიც „სტრადივარიუსის“ კოლექციით, ზამთრის სეზონისათვის ერთ-ერთ ყველაზე რეალისტურ, კომფორტულ და ამავდროულად ტრენდულ კომბინაციას გვთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ Stradivarius დაფუძნდა 1994 წელს ესპანეთში, დღეს ბრენდის კოლექციები 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, მათ შორისაა საქართველოც. პოპულარულ ბრენდს ჩვენს ქვეყანაში კომპანია Cenomi (Retail Group Georgia) წარმოადგენს. კოლექციების დათვალიერება და შეძენა კი, შეგიძლიათ ოფიციალურ მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს: „თბილისი მოლში“, „სითი მოლში“ და „ისთ ფოინთში.“