
კალიფორნიაში კინომსახიობთა გილდიის რიგით 29-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტრადიციულად, სანამ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებოდნენ, ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე წარსდგნენ.
წელს SAG Awards-ზე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა სტილის არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს. საღამოზე ვიხილეთ ზენდეია, რომელსაც Valentino-ს ვარდისფერი აბრეშუმის კუტიურ კაბა ამშვენებდა, Netflix-ის ჰიტ შოუ Wednesday-ის მთავარი როლის შემსრულებელი ჯენა ორტეგა Versace-ს ვინტაჟურ დიზაინში, რუნი მარა Alexander McQueen-ის შავ-თეთრ მაქმანებიან კაბაში, ედი რედმეინი, რომელმაც Saint Laurent-ის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან თეთრი ბაფთიანი პერანგი შავ შარვალთან ერთად მოირგო და სხვა ვარსკვლავები, რომლებმაც ისეთ ბრენდებზე გააკეთეს არჩევანი, როგორებიცაა: Carolina Herrera, Louis Vuitton, Schiaparelli და ა.შ.
საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები 2023 წლის SAG Awards-ზე Vogue-ის მიხედვით
ზენდეია
აცვია: Valentino

კარა დელევინი
აცია: Carolina Herrera

მეგან ფეი
აცვია: Ralph Lauren

დანიელ დედვაიერი
აცვია: Louis Vuitton

ჯენა ორტეგა
აცვია: Versace

ჯესიკა ჩესტეინი
აცვია: Zuhair Murad

ედი რედმეინი
აცვია: Saint Laurent

ვაიოლა დევისი
აცვია: Valentino

რუნი მარა
აცვია: Alexander McQueen

მიშელ იეო
აცვია: Schiaparelli

ემილი ბლანტი
აცვია: Oscar de la Renta

პოლ მესკალი

ქეით ბლანშეტი
აცვია: Armani Privé

ოსტინ ბატლერი
აცვია: Gucci

ელიზაბეთ დებიკი
აცვია: Dior

ფოტოები: Vogue / Getty Images