ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ “გრემის” 2023 წლის გამარჯვებულები დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია წელს 65-ედ გაიმართა და მას ტრადიციულად ლოს ანჯელესმა უმასპინძლა. გასული წლების მსგავსად, წლევანდელი ღონისძიებაზეც არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი ვიხილეთ. მათ შორის უნდა აღინიშნოს ბიონსეს წარმატება, რომელიც საღამოზე ოთხ ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებულად და გახდა პირველი მომღერალი, რომელმაც რეკორდული რაოდენობის, 32 “გრემი” მოიპოვა.

გავიხსენოთ “გრემის” დაჯილდოებიდან სტილის 10 გამორჩეული მომენტი, რომელიც საზოგადოებამ 1980-იან და 1990-იან წლებში იხილა. გრეის ჯონსიდან დაწყებული, ერიკა ბადუთი დამთავრებული – მეოცე საუკუნის მიწურულს ამ ვარსკვლავებმა თავიანთი ჩაცმულობით შთაბეჭდილება მრავალ ადამიანზე მოახდინეს.

გრეის ჯონსი, 1983 წელი

მაიკლ ჯექსონი, 1984 წელი

პრინსი, 1987 წელი

ნაომი ქემბელი, 1991 წელი

არეთა ფრანკლინი, 1992 წელი

ჯანეტ ჯექსონი & მაიკლ ჯექსონი, 1993 წელი

TLC, 1996 წელი

ლორინ ჰილი, 1997 წელი

ჯადა პინკეტ-სმითი, 1998 წელი

ერიკა ბადუ, 1999 წელი

© ფოტოები: Harper’s Bazaar / Getty Images