ამანდინ ოჰაიონი Stella McCartney-ს ახალ გენერალურ დირექტორად დასახელდა. ხუთშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი მოვალეობის შესრულებას ის 1 დეკემბრიდან შეუდგება.

ამანდინის გამოცდილება მდიდრული მოდისა და სილამაზის სფეროში 25 წელზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში ის კომპანიებს ზრდაში და თავიანთი საქმიანობის განვითარებაში ეხმარებოდა. ბოლოს ის გენერალური დირექტორის პოსტს Pronovias-ში იკავებდა. მისი რეზიუმე ასევე მოიცავს: YSL Beauty-ს და Armani Beauty-ს. როგორც სტელა მაკარტნის კომპანიის მიერ WWD-სთვის გაზიარებულ განცხადებაშია ნახსენები, აღნიშნული ბრენდების წარმატებაში გადამწყვეტი როლი მისმა ლიდერობის სტილმა ითამაშა, რომელიც წინა პლანზე ადამიანებს აყენებს და ასევე – “აღსრულების შესაძლებლობასთან გაერთიანებულმა ბრენდის შექმნის უნარებმა.”

ამ პოზიციაზე ამანდინი გაბრიელე მაჯოს ჩაანაცვლებს, რომელიც, კომპანიის განცხადებით, “სხვა შესაძლებლობების გამოყენებას გეგმავს.” გაბრიელე Stella McCartney-ს ოთხი წლის შემდეგ ტოვებს.