მსოფლიოში სახელგანთქმული აუქციონი, Sotheby’s მორიგი რეკორდული გაყიდვის მოლოდინშია. 30 ნოემბერს, აუქციონი გასაყიდად წარადგენს ლიონელ მესის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაცვამ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურების კოლექციას.

კოლექცია აერთიანებს 6 მაისურს, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდას ერთი წლის წინ, ყატარში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისას ეცვა. გავრცელებული ინფორმაციით, კოლექციის საწყისი ფასი 10 მილიონი დოლარი იქნება.

მოსალოდნელია, რომ ლიონელ მესის მაისურების სეტი გახდება Sotheby’s -ის ისტორიაში და არა მხოლოდ, ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კოლექცია, რომელიც აუქციონზე გაყიდულა.