კარდაშიანის მრავალმილიარდიანი ბიზნესი ზრდას განაგრძობს. რეალითი შოუს ვარსკვლავმა კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა, რომელიც 9 პროდუქტისგან შედგება.

გასულ წელს, კიმმა კოსმეტიკის და პარფიუმერიის ბრენდები, KKW Beauty და KKW Fragrance დახურა, რათა გაუმჯობესებული ფორმულით და ბრენდინგით სილამაზის ინდუსტრიაში ახალი სიტყვა ეთქვა. მას მერე, გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ ვარსკვლავის მომდევნო ნაბიჯს.

“მქონდა პრივილეგია კანის მოვლის შესახებ მსოფლიოს წამყვანი დერმატოლოგებისაგან მესწავლა. თითოეული პროდუქტი, ჩემი ახალი ხაზიდან, სავსეა ცოდნით, რომელიც ამ დროის განმავლობაში დავაგროვე,” -ნათქვამია კარდაშიანის განცხადებაში.

მინიმალისტური შეფუთვით, 9 საფეხურიანი კანის მოვლის რუტინა აერთიანებს: კანის გამწმენდ დასაბან საშუალებას, ტონერს, ექსფოლიატორს, ჰიალურონის & C8 ვიტამინის შრატებს, სახის & თვალის კრემებს და დამატენიანებელ ზეთებს.

ახალ ხაზთან დაკავშირებით, კარდაშიანი არაერთ გავლენიან გამოცემას ესაუბრა, მათ შორის ნიუ-იორკ ტაიმსს. რეალითი შოუს ვარსკვლავის თქმით, ის ყველაფერს ცდიდა იმისათვის რომ ახალგაზრდული გარეგნობა დიდხანს შეენარჩუნებინა.

“თუ მეტყოდით, იმისათვის რომ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე, ყოველდღიურად განავალი უნდა ვჭამო, შესაძლოა ასეც მოვქცეულიყავი,”

Kim Kardashian – The New York Times

SKKN by Kim გაყიდვაში 21 ივნისს Skknbykim.com-ზე გამოვა.