კიმ კარდაშიანმა საცვლების ხაზი SKIMS სულ რაღაც 2019 წელს დააარსა, თუმცა მოკლე დროში კომპანიამ უდიდეს წარმატებას მიაღწია. ახლა ბრენდის ღირებულება 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ის იყიდება, როგორც ამერიკასა და ევროპაში, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.

2021 წელი SKIMS-ისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა. კომპანიამ ოლიმპიური თამაშებისთვის ამერიკელი ქალი ათლეტები შემოსა და პირველი კოლაბორაცია დააანონსა მაღალი მოდის ბრენდთან. Skims x Fendi-ის კოლექცია გაყიდვაში გამოსვლიდან რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.

ორშაბათს, კიმ კარდაშიანმა გაავრცელა სიახლე, რომ SKIMS ფართოვდება და საცურაო კოსტიუმების ხაზს ამატებს. კოლექცია 19 სილუეტს გააერთიანებს, ფასები 32$-იდან დაიწყება და 108 დოლარამდე იმერყევებს.

SKIMS-ის საცურაო კოსტიუმების პირველი კოლექცია გაყიდვაში დღეს, 18 მარტს, ამერიკის დროით დილის 9 საათზე გამოვა.