
კიმ კარდაშიანის საცვლებისა და shapewear-ის ბრენდის, SKIMS-ის უახლესი სახე ამერიკელი მუსიკოსი SZA გახდა, რომლის მონაწილეობითაც კამპანია ბრენდმა გასულ მარტს გამოაქვეყნა. გრემის მფლობელი მომღერალი კოლექციას “Fits Everybody” უწევს რეკლამას, რომელიც სკიმსისთვის დამახასიათებელი, ნეიტრალური პალიტრითაა შექმნილი. კამპანიის ავტორი ფოტოგრაფი გრეგ სვეილსია.
კამპანია მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მუსიკოსმა ტური სახელწოდებით “SOS” ლოს ანჯელესში გამართული კონცერტით დაასრულა. მომღერალმა კამპანიასთან დაკავშირებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ის მოხარულია SKIMS-თან თანამშრომლობით, “მომწონს, რომ SKIMS-ი ზრუნავს ქალებზე და აძლევს მათ საშუალებას იგრძნონ თავი სექსუალურად და კომფორტულად.”
კიმ კარდაშიანმა SZA-სთან თანამშრომლობაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: “SZA-ს გულწრფელობა, თავდაჯერებულობა და დინამიური ენერგია შეუდარებელია. ის ნამდვილად არის მომენტის ქალი და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მისი SKIMS-ის ახალ სახედ წარდგენა.”
SKIMS განაგრძობს სტრატეგიას, დაილინკოს პოპ-კულტურის მთავარ მოთამაშეებთან. SZA-მდე ბრენდის სახეებად “თეთრი ლოტუსის” მსახიობები სიმონა ტობასკო და ბეატრის გრანო ვიხილეთ, ისევე, როგორც Victoria’s Secret-ის ყოფილი ანგელოზები და მეგან ფოქსი.
რაც შეეხება კოლექციას “Fits Everybody”, ფერების ინკლუზიურობის გარდა, ტრადიციულად, ინკლუზიურია ზომების დიაპაზონიც, რომელიც XXS-იდან 4XL-მდეა.
იხილეთ ფოტოები კამპანიიდან:





