ადგილობრივ ბაზარზე შოპინგის ციფრული გამოცდილება უფრო და უფრო კომფორტული, დახვეწილი, სანდო და მრავალფეროვანი ხდება. ამ მიმართულებით სრულიად ახალი სიტყვა კი SHOPSHOP-ს ეთქმის – პირველ ქართულ ონლაინ შოპინგ მოლს.
პლატფორმა, გარდა იმისა, რომ ხარისხიან მომსახურებას გვთავაზობს და ერთ სივრცეში მრავალი ჩვენგანისთვის საყვარელ როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურ ბრენდებსა და დიზაინერებს აერთიანებს, თავისი განსაკუთრებული კონცეფციითაც იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას. „მაღაზია მაღაზიაში“ SHOPSHOP-ის მნიშვნელოვანი შეთავაზებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საიტზე განთავსებულ ყველა მაღაზიას თავისი უნიკალური ციფრული სივრცე აქვს, რაც, ბუნებრივია, მეტ ნდობას აჩენს, რადგან თითოეული მათგანი მომხმარებლის წინაშე წარმოდგენილია საკუთარი სახელით და ბრენდით.
Shopshop.ge-ს ახლა SOLO Boutique-ც დაემატა. SOLO ბუტიკი თავისთავად უნიკალური სივრცეა, სადაც SOLO-ს და Wealth Management-ის მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ რჩეული ნივთები. აქ წარმოდგენილია ისეთი ბრენდებიც, რომელთა შეძენაც საქართველოში მხოლოდ სოლოს ამ სივრცეშია შესაძლებელი.
SOLO Boutique-ში, რომელიც ახლა უკვე SHOPSHOP-ზეც არის განთავსებული, ასევე შევხვდებით მოდის განსაკუთრებით საყვარელ სახელებსაც, რომლებმაც თავი ინდივიდუალური, განუმეორებელი და ნატიფი ნამუშევრებით დაგვამახსოვრეს. ეს სახელები ნაცნობია ყველასთვის, ვინც მაღალი ხარისხის ქართული ბრენდების პროდუქციას მოიხმარს, მაგალითად: ქეთევან მაისაიას Le Moccasin Zippe, რომელიც გამორჩეული დიზაინის ტყავისა და ზამშის ფეხსაცმელების ასორტიმენტს მოიცავს, ESHVI – თავისი დახვეწილი და სახასიათო სამკაულებით, 0711, რომელიც ცნობილია ორიგინალური ჩანთებით და LIYA, რომლის საუცხოო საიუველირო ნაკეთობებიც გულგრილს არავის ტოვებს.
Ketevan Maissaia-ს მოკასინის სტილის ფეხსაცმელი – Le Moccasin Zippe
0711-ის ტყავის ჩანთა
LIYA-ს საყურე
პროდუქციის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, SHOPSHOP-ს და SOLO Boutique-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მომხმარებლის ყოველდღიურობაში, მისი სტილის ჩამოყალიბებასა და თვითგამოხატვაში. თუ გსურთ თქვენს ინდივიდუალურ სტილს ხაზი გაუსვათ, შეგიძლიათ ESHVI-ის უმშვენიერესი სიმბოლოები და Philippe V-ის ან Keburia-ს თქვენზე იდეალურად მორგებული ფორმის მზის სათვალე შეარჩიოთ, Le Moccasin Zippe-ში კი თქვენი ფერი იპოვოთ. საკუთარი ინტერესების შესაბამისად, აქ შეარჩევთ წიგნებსაც და სხვა სასურველ ნივთებსაც.
ESHVI-ის საყურე
Philippe V-ის მზის სათვალე
Keburia-ს მზის სათვალე
ჩვენი მკითხველისთვის კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე გვაქვს, რაც ამ ახალ პარტნიორობას უფრო ამაღელვებელს ხდის. შავ პარასკევს, 26 ნოემბერს, ექსკლუზიურად SHOPSHOP-ზე განთავსებულ SOLO Boutique-ის სივრცეში წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ SHOPSHOP-ისა და SOLO Boutique-ის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ყველაფრის შეძენას განსაკუთრებულ ფასად შეძლებთ.