აშშ-ში ამ დრომდე ყველაზე დიდი ოდენობის ყალბი დიზაინერული საქონელი ამოიღეს. ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე საწყობში აღმოჩენილი ჩანთების, ფეხსაცმელების და სხვა ნივთების საცალო ღირებულება სავარაუდოდ მილიარდ დოლარს აღემატება.
გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ყალბი დიზაინერული ჩანთებით და საფულეებით დახუნძლული თაროები ერთ სივრცეში, ხოლო მეორეში იატაკიდან ჭერამდე საკიდებზე ჩამოკიდებული უამრავი ჩანთა.
© U.S. Attorney’s Office
ოთხშაბათს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 2023 წლის იანვრიდან 20 ოქტომბრამდე არალეგალური ოპერაციის წარმართვისთვის ეჭვმიტანილები არიან 38 წლის ადამა სოუ და 48 წლის აბდულაი ჯალოუ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.