შარლოტ რემპლინგმა კარიერა მოდელობით დაიწყო. მან თავისი საუცხოო ვიზუალით და სტილით ყურადღება პირველად ლონდონში, თაბრუდამხვევ სამოციან წლებში მიიპყრო. მოდაში ის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურების სიმპატიით სარგებლობდა, როგორებიც იყვნენ – ფოტოგრაფი ჰელმუტ ნიუტონი და დიზაინერი ივ სენ ლორანი.
გუშინ პარიზში ლეგენდარული მსახიობი კვლავ ვიხილეთ მოდელის ამპლუაში. მან Ami Paris-ის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება დახურა.

Ami Paris © Vogue Runway
76 წლის რემპლინგი პოდიუმზე ‘ოვერსაიზ’ სამოსით გამოვიდა. მას ხელი შარვლის ჯიბეში ჰქონდა მოთავსებული და დამსწრე აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებული მანერით წარადგინა მუქი ლურჯი ლუქი, რომელიც მასზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

ჩვენება ბასტილიის ოპერის თეატრში გაიმართა. “ამ კოლექციას “პრელუდია” დავარქვი, თითქოს ყველაფერს თავიდან ვიწყებდე,” – განაცხადა ბრენდის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა ალექსანდრე მათიუსიმ ჩვენებაზე საუბრისას. “ჩემი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ისე მომპყრობოდნენ, როგორც Ami-ის ახალ კრეატიულ დირექტორს და წარმოედგინათ, რომ ძველი გათავისუფლებული იყო.”
Ami Paris შემოდგომა/ზამთარი 2023
ჩვენების ჩანაწერი