სულ უფრო ახლოვდება HBO-ს ცნობილი სერიალის, Sex And The City-ის სპეციალური სეზონის პრემიერა. სერიალის შემქმნელები, სოციალური მედიის მეშვეობით, გამომწერებს პერიოდულად უზიარებენ საინტერესო მასალას. ამჯერად, დაანონსებული სეზონის ოფიციალური Instagram-ის ანგარიშზე პირველი ვიდეო კადრებიც გამოქვეყნდა. ვიდეო კადრები HBO Max-ის ახალი სეზონის საანონსე პრომოს ნაწილია, რომელიც სტრიმინგ სერვისმა Youtube-ის ოფიციალურ არხზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ Sex and the City-ის ახალ სეზონში სამანტა ჯონსის გმირს ვეღარ ვიხილავთ. მსახიობმა კიმ კეტრალმა შოუს შემოქმედებით ჯგუფთან დაძაბული ურთიერთობის გამო, უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე. სერიალის ახალი სეზონის პირველი ეპიზოდის პრემიერა, სავარაუდოდ, 2021 წლის შემოდგომაზე შედგება.