სეულში BLACKPINK-ის ფანები საათების განმავლობაში ელოდნენ ღონისძიების დაწყებას, რომელზეც შეძლებდნენ ჯენისთვის თვალი მოეკრათ. 400 სტუმარი Jennie for Calvin Klein-ის კოლექციის პრეზენტაციაზე შეიკრიბა, რომელსაც K-Pop-ის ვარსკვლავები, სამხრეთ კორეული მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები და ა.შ. დაესწრნენ.

ღონისძიება Scene Seoul-ში გაიმართა, სადაც სამხრეთ კორეის დედაქალაქის კრეატიული საზოგადოება ხშირად იკრიბება. სტუმრებს ჯენი საკუთარი კაფსულა კოლექციიდან ერთ-ერთ, ლილისფერ ნაქსოვ კაბაში შეხვდა. წვეულებაზე ვიხილეთ TBS-ის Jung Kook-იც, რომელიც Calvin Klein Jeans-ისა და Underwear-ის ამბასადორია. საღამოს მუსიკალური გაფორმება დებმა სიმი და ჰაზე ხადრამ შექმნეს.

Jennie for Calvin Klein-ის კოლექცია შედგება საცვლების სეტებისგან, ე.წ. ლაუნჯვეარისგან, მაისურებისგან, ნაქსოვი ტოპებისა და კაბებისგან, დენიმის პერანგებისგან, ჯისნებისგან და ა.შ. ფერთა პალიტრა პასტელურია, რომელიც ჯენიმ თავად შეარჩია, ხოლო კოლექციის ლოგოდ ჯენის მიერ შექმნილი CK წარწერა გახდა. ფასები 25-დან 150 დოლარამდე მერყეობს.

ნივთები გაყიდვაში ამ ეტაპისთვის მხოლოდ სეულშია, თუმცა ბრენდი სამხრეთ აზიაში სხვა ლოკაციების დამატებასაც გეგმავს “პოპ-აპების” სახით.

შეგახსენებთ, რომ ჯენი კელვინ კლაინის გლობალური ამბასადორი 2021 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც ის Calvin Klein x Heron Preston-ის კოლექციის სახედ დასახელდა.