საკულტო სერიალები და მათი გმირები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამის მრავალი მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი მთავარი კი, მაინც პერსონაჟების სიყვარულია. არ აქვს მნიშვნელობა, პოზიტიური თუ ნეგატიური, საყვარელი პერსონაჟების ეკრანებზე ხილვა ყოველთვის სასიამოვნოა. ამასთან, თუ მსახიობების მიერ იდეალურად შესრულებულ როლებს სტილისტების ნამუშევარიც არ ჩამოუვარდება. Killing Eve-ს ვილენელი, ჭორიკანას ბლერ უოლდორფი, ეიფორიას მედი – არასრული ჩამონათვალია იმ პერსონაჟებისა, რომელთა ხსენებაზეც, მათ პიროვნულობასთან ერთად, ჩაცმის სტილი გვახსენდება. 

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ლუქებს სერიალებიდან, რომლებიც შეგიძლიათ შექმნათ Bershka-ს კოლექციებით.

Killing Eve – ვილენელი

ვილენელის სტილის მნიშვნელობაზე სერიალების შემქმნელებს არაერთხელ უსაუბრიათ, ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ეს აუცილებელი იყო პერსონაჟის შინაგანი სამყაროს გადმოსაცემად. გამომდინარე აქედან, Მიუხედავად იმისა, რომ სერიალი სულ რაღაც 2018 წელს გამოვიდა, ვილენელი სერიალების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და გამბედავ საკულტო სტილის აიქონად ჩამოყალიბდა.

Sex and The City – ქერი ბრედშოუ 

მოდა და სტილი ქერი ბრედშოუს მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, ბევრი ნივთი ერთი შეხედვითაც მასთან ასოცირდება, მაგალითად ტულის ქვედაბოლოები ან სატინის ლურჯი ქუსლიანი ფეხსაცმელები. სერიალის გამოსვლიდან 20 წელზე მეტი გავიდა, თუმცა მსოფლიო მაინც ქერი ბრედშოუზე საუბრობს. შესაძლოა, მან აქტუალურობა არც არასდროს დაკარგოს და ქალების შთაგონება მუდამ განაგრძოს.

Gossip Girl – ბლერ უოლდორფი

კიდევ ერთი საკულტო სტილის მქონე პერსონაჟი ნიუ-იორკიდან, რა თქმა უნდა, “ჭორიკანას” ბლერ უოლდორფია. მნიშვნელობა არ აქვს, რა და როგორ ეცვა ბლერს, მისი ყურებისას ყველა ქალს უნდოდა ჰქონოდა ბლერის ლუქები საკუთარ გარდერობში. სწორედ ბლერის მარადიული სტილის შეგრძნება გახდა იმის წინაპირობა, რომ სერიალის გამოსვლიდან 15 წლის შემდეგაც კი, ბლერის სტილი აქტუალურობას არ კარგავს, მიუხედავად იმისა, რომ იმავე პერიოდის ესთეტიკას მოდაში დღესდღეობით ფაქტობრივად ვერ ვხედავთ. 

Euphoria – მედი პერეზი

HBO-ს მორიგი ჰიტ-სერიალი “ეიფორია” თინეიჯერული დრამაა, თუმცა სერიალის კოსტიუმების დიზაინერები და სტილისტები იდეალურად ასრულებენ საკუთარ საქმეს. შედეგად, სერიალის პერსონაჟები, ძალიან მოკლე დროში, უამრავი ჩვენგანის სტილის ინსპირაციად იქცნენ. Მათ შორის, პირველი ადგილი, რა თქმა უნდა, მედის უჭირავს. Მედი რეალურ ცხოვრებაში ნამდვილი “ტრენდსეტერია” Მისი იდეალური Y2K ესთეტიკით, რომელიც შერწყმულია სექსუალურ და გამომწვევ სტილთან. 

Euphoriaნეით ჯეიკობსი

ნეით ჯეიკობსის სტილის აიქონების სიაში ხილვა მოულოდნელია, თუმცა დამსახურებული. მამაკაცების ჩაცმულობა სერიალებში და ფილმებში, ხშირ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია და შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ მათთვის, ვინც ეძებს ყოველდღიური სტილის შთგონებას, ნეით ჯეიკობსი იდეალური ვარიანტია. მას ყოველთვის მინიმალისტურად, თუმცა საკმაოდ გემოვნებიანად აცვია. ამასთან, მისი ლუქების აწყობა საკმაოდ მარტივია.

Emily in Paris – ემილი კუპერი 

გამოგონილი პერსონაჟების გამოგონილი ცხოვრების ისტორიის გადმოსაცემად სტილისტები სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ, ემილის შემთხევაში ეს უტრირებულად მოდური ლუქებია, რაც სერიალის პოპულარობას მხოლოდ და მხოლოდ ზრდის. თუ ემილი კუპერის სტილი მოგვწონს და რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა გვსურს, ერთადერთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, მისი სტილის ჩვენს გარდერობში ზომიერი დოზირებაა.

Fleabag – ფლიბეგი

ფლიბეგი საკულტო სტილის მქონე პერსონაჟი არაა, არც სერიალი გამოირჩევა ზოგადი სტილის შეგრძნებით, მაგრამ პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ნაწილია. სერიალი მხოლოდ ორი სეზონისგან შედგება, თუმცა მასზე საუბარი ინტერნეტში არ წყდება. Როგორც უკვე აღვნიშნე, ფლიბეგი არ არის გამორჩეული სტილის მქონე, მაგრამ მთავარი პერსონაჟის ჩაცმულობა, კერძოდ შავი კომბინიზონი, მეორე სეზონის პირველ სერიაში ნამდვილად საკულტო და მარადიულია. 

Bershka-ს სრული კოლექციის დათვალიერება და რჩეული მოდელების შეძენა შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს City Mall-სა და Tbilisi Mall-ში, ასევე ონლაინ bershka.com/ge/-ზე.