29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით კოპენჰაგენის მოდის კვირეული იმართება. კვირეულში მონაწილე დიზაინერები და მოდის სახლები 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს წარადგენენ. კოპენჰაგენის მოდის კვირეული პირველად 2006 წელს გაიმართა და ბოლო წლების განმავლობაში, თავისი კონკრეტული კონცეფციით, მოდის სამყაროში გამოკვეთილი ნიშა დაიკავა. ეს პირველ რიგში სკანდინავიურმა სტილმა და ეკომეგობრულმა კოლექციებმა განაპირობა, რომლითაც კოპენჰაგენის მოდის კვირეული მსოფლიოს ყველა კვირეულისაგან გამოირჩევა.

თანამედროვე სამყაროში, სადაც მდგრადი მოდა, პრაქტიკულობა, კომფორტი, ე.წ. Quiet Luxury და მინიმალიზმი ტრენდული გახდა, სკანდინავიურმა ესთეტიკამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ეს არის სტილი, რომელიც სამუშაო, ყოველდღიურსა და გამოსასვლელს შორის ოქროს შუალედს პოულობს და მრავალფუნქციურ კოსტიუმებს გვთავაზობს. ამ ბრენდებზე საუბრისას ასევე უნდა აღინიშნოს ხარისხი, რომელსაც უდიდესი ყურადღება ექცევა. 

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ თბილისში არსებობს კონცეპტუალური მაღაზია – Sense Concept Store, სადაც სწორედ  გამორჩეული სკანდინავიური ბრენდები შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციები საკმაოდ საინტერესო და გააზრებული სელექციით ხასიათდება და რაც მთავარია, ეს კოლექციები მუდმივად განახლებადია. სწორედ ამიტომ, კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე ნანახი თქვენი რჩეული მოდელები შესაძლოა, ჩვენებიდან მალევე  Sense Concept Store-ში იხილოთ.

მაღაზია ისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიც არის Remain, Rotate,Ganni, Henrik Vibskov. აღსანიშნავია, რომ Sense Concept Store, როგორც სკანდინავიური ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში, კოპენჰაგენის მოდის კვირეულს განსაკუთრებული  სტატუსით ესწრება.

როდესაც სკანდინავიურ მოდაზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ის ავთენტურად ჩამოყალიბდა. სკანდინავიური მოდა არ განუსაზღვრავს ტრენდებს, პირიქით – სწორედ ამ ესთეტიკამ შექმნა ტრენდები. დიზაინს მიღმა ხშირად ისეთ რეფერენსებს ვხედავთ, რომლებიც ისტორიით, გეოგრაფიული მდებარეობით, ცხოვრების წესით არის ნაკარნახევი. ეს ყველაფერი კი განაპირობებს იმას, რომ სკანდინავიური მოდა არ არის მხოლოდ ესთეტიკა – ეს არის ფილოსოფია და ხედვა, რომლის ადრესატი  ცნობიერი მომხმარებელია.  

აქვე გეტყვით, რომ  Sense Concept Store მომხმარებელს სხვა ცნობილი ამერიკული და ევროპული მოდის სახლების კოლექციებსაც წარუდგენს. სივრცის დამფუძნებლები მოდის სამყაროსათვის ყველაზე ხმაურიანი პერიოდის ახალი სეზონისათვის ემზადებიან და მილანისა, პარიზის და ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე მიემგზავრებიან.

Sense Concept Store სავაჭრო ცენტრ City Mall-ში მდებარეობს. გამოიწერეთ მაღაზიის ციფრული არხები და თვალი ადევნეთ საინტერესო შემოთავაზებებს:

Instagram

Facebook