სელენა გომესის Rare Beauty ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია სილამაზისა და თავის მოვლის ბაზარზე. Rare Beauty-ის დეკორატიული  კოსმეტიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ მედიაში, რაც გაყიდვებშიც აისახება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის აქტუალობა და ავტორიტეტი უშუალოდ სელენა გომესის პერსონამაც განსაზღვრა. 

ახლახან გომესმა ბრენდის სიახლის შესახებ განაცხადა და Rare Beauty-ის ტანის მოვლის ხაზი დააანონსა. Find Comfort – ასე ჰქვია ნაკრებს, რომელიც ოთხ პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის არის  ტანის და თმის სუნამო. როგორც გომესმა აღნიშნა, ხაზი საკუთარი თავის მიმღებლობას ეძღვნება.

Rare Beauty-ის Find Comfort ხაზი 18 დეკემბრიდან ექსკლუზიურად Sephora-ს აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი, 19 დეკემბრიდან კი მისი შეძენა  Rare Beauty-ის და Sephora-ს ვებ-გვერდებიდან იქნება შესაძლებელი. 26 დეკემბრიდან ნაკრები Sephora-ს ფიზიკურ მაღაზიებშიც გაიყიდება.