Schiaparelli

დენიელ როუზბერი სკიაპარელის 2021-22 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის უტრირებულ, თეატრალურ ხაზს აგრძელებს, რომელიც პირველად იანვარში, ოტ კუტიურის მოდის კვირეულზე ვიხილეთ.

Paco Rabanne

“მომწონს იდეა, რომ ტანსაცმელს 6 თვის შემდეგ გავყიდით”, ამბობს ჯულიენ დოსენა, პაკო რაბანის კრეატიული დირექტორი, “მინდა, რომ 6 თვეში, ადამიანებს შეეძლოთ დღეების და ღამეების გარეთ, ერთმანეთთან გატარება”.

Hermès

ერმესის ახალი კოლექციის ჩვენება ლაივ-რეჟიმში 3 კონტინენზე მიმდინარეობდა. “ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს გამოცდილება, რადგან მსურდა ჩვენების ადრენალინის რაღაც პროცენტით შენარჩუნება”, ამბობს ნადეჟ ვანჰი-საბულსკი, ერმესის კრეატიული დირექტორი.