2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ მოდის კვირეული სკიაპარელის ჩვენებით დაიწყო. ბოლო სეზონების განმავლობაში განსაკუთრებული მღელვარება სწორედ ამ ბრენდის გარშემოა, მას შემდეგ, რაც 2019 წელს მის კრეატიულ დირექტორად დანიშნული დენიელ როუზბერის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. პანდემიის დაწყების შემდეგ სკიაპარელი ფიზიკურ ფორმატს სწორედ ამ სეზონზე დაუბრუნდა და პარიზის პეტი პალეში მორიგი კოლექციის დაუვიწყარი პრეზენტაცია შედგა.
“უეცრად, ვიგრძენი, რომ კოლექციაში ფერები ისევე, როგორც მოცულობა არ მსურდა. ყველა ის საშუალება, რომელსაც კუტიურ დიზაინერები (მათ შორის მეც) მიმართავენ, როცა დიდებულებასა და ოსტატობაზე საუბრობენ – დიდი სილუეტები თუ უზარმაზარი მოცულობა – თითქოს არასაჭირო იყო,” – აღნიშნავს როუზბერი თავის ახალ კოლექციასთან დაკავშირებით.
შავში, თეთრსა და ოქროსფერში წარმოდგენილი კოლექცია შეუდარებელია და როგორც დენიელი ამბობს, მასზე მუშაობისას მიხვდა თუ რატომ აკეთებს ამ საქმეს: უნდა, რომ მისი ნამუშევრების ხილვისას ხალხმა რაღაც იგრძნოს. მან ეს ნამდვილად შეძლო.
“მინდოდა რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ამის მსგავსი არაფერი უნდა ყოფილიყო,” – ამბობს დიზაინერი Vogue-თან საუბრისას.
ჩვენების ჩანაწერი