Savage x Fenty-მ სპეციალური კოლექცია წარადგინა. კოლექცია აერთიანებს მოდელებს ორსულებისა და ახალშობილის დედებისათვის. კამპანიის სახე თავად რიანაა. 

კოლექციის დიზაინი რიანას ეკუთვნის და ის საკუთარი საორსულე სტილით არის შთაგონებული. მოდელები კომფორტული და ფუნქციურია. როგორც კოლექციის აღწერაშია მითითებული, ის ეძღვნება დედობის ეტაპს, ინარჩუნებს სტილის შეგრძნებასა და გამოხატავს სექსუალობას. ბიუსჰალტერებთან ერთად, Savage x Fenty-ის სპეციალური ხაზი აერთიანებს მაისურებსაც წარწერით – MAKE MORE BABIES. ბიუსჰალტერების შეძენა მომხმარებლებს სხვადასხვა ფერებში შეეძლებათ. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს მოდელები ტრანსფორმირდება და ჩვილის ბუნებრივი კვებისათვის განსაკუთრებით კომფორტულია.

ნახეთ Savage x Fenty-ის საორსულე კოლექციის კამპანია: