რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბარბადოსელი მომღერლისა და დიზაინერის თეთრეულის ხაზის “Savage x Fenty” ჩვენება ტელევიზიით გადაიცემა. რიანამ საკუთარი ინსტაგრამ პოსტით დაადასტურა, რომ ჩვენებას ტელევიზიით “Amazon Prime” გადასცემს.

შეუძლებელია ეს ინფორმაცია ვიქტორია სეკრეტში მიმდინარე ბოლო დროინდელი მოვლენებთან არ დააკავშირო – სეკრეტი ჩვენებების ტელევიზიით გადაცემას წყვეტს, ცოტა ხნის წინ კი ავსტრალიელი მოდელის, შანინა შეიკის ინტერვიუდან, ცნობილი გახდა, რომ ბრენდი წელს ჩვენების გამართვას არ აპირებს. სეკრეტში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ შესანიშნავი დრო იყო მისი კონკურენტი ბრენდების გასააქტიურებლად და რამ შეიძლება ჩაანაცვლოს ვიქტორია სეკრეტი, თუ არა “Savage X Fenty” , რომელიც არაჩვეულებრივად ერგება თანამედროვე მოდის გამოწვევებს, რომელიც განკუთვნილი ნებისმიერი ზომის, ფორმის, კანის ფერის მქონე ქალებისთვისაა. რიანას თეთრეულის ხაზი ყოველ იმ გამოწევავას პასუხობს, რომელსაც ფართო მასები ვიქტორია სეკრეტისგან ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდნენ.

გასულ თვეებში ვიქტორია სეკრეტის შესახებ გავრცელებული სტატიების უმრავლესობაში პრესა აქტიურად სპეკულირებდა მისი უდიდესი კონკურენტის “Savage x Fenty” ინკლუზიურობის მაგალითის მოყვანით. #bodypositivity ერაში აღარ არსებობს იდეალრი პარამეტრები. ამ უკანასკნელად ის პარამეტრები მიიჩნევა, რომელიც შენ გაქვს და ეს სწორედ ის მესიჯია, რომელსაც “Savage x Fenty” თეთრეულის ხაზი გადმოსცემს. დღეს მოდის ინდუსტრია შეიცვალა, მაშინ, როდესაც პლუს ზომის მოდელები აქტიურად ჩნდებიან კამპანიებსა თუ რეკლამებში, ჟურნალების გარეკნებზე, შეუძლებელია კვლავ ფანტაზიებისა და ოცნებების შექმნას განაგრძობდე. სეკტრეტი ცვლილებების გზას დაადგა, მაგრამ ეს მოხდა ძალიან გვიან და ბრენდში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილებები (პირველ ტრანს და პლუს ზომის მოდელებთან თანამშრომლობა) ბრენდის უკანასკნელი მცდელობებია ყურადღების მისაქცევად, გადასარჩენად.

ინკლუზიურობის გარდა, რიანას თეთრეულის ხაზის წარმატებას დიზაინერის საღი იმიჯიც უწყობს ხელს. რიანა ფანის მიერ დასმულ შეკითხვას, ითანამშრომლებდა ტრანს მოდელებთან , თუ არა, ინსტაგრამზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ, როგორც მარკეტინგის ინსტრუმენტებად გამოყენებას არ აპირებდა. თუ იმავე შეკითხვაზე ვიქტორია სეკრეტის აწ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორის, ედ რაზეკის პასუხს გავიხსენებთ, ადვილი გასაგები გახდება, თუ რას ვგულისხმობ, როდესაც საღ იმიჯზე ვსაუბრობ.

Savage x Fenty  2018 runway show

“Savage x Fenty” ფეერია ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში 20 სექტემბერს გაიმართება. შოუს ტელევიზიით “Amazon Prime” გადმოსცემს, რომელიც ჩვენების კულისებშიც შეგვახედებს.

შეძლებს თუ არა რიანას თეთრეულის ხაზი ვიქტორია სეკრეტის ჩანაცვლებას, ამაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია, თუმცა ფაქტია, რიანა შეჩერებას არ აპირებს.