მაისის პირველმა ორშაბათმა ნიუ-იორკში ჩვეული ხმაურით ჩაიარა. მეტროპოლიტენის მუზეუმში ანა ვინტურმა ტრადიციულად შეკრიბა მოდის, კინოსა თუ პოპ კულტურის წამყვანი სახეები. Met Gala-ს წლევანდელი თემატიკა “Sleeping Beauties: Reawakening Fashion” იყო, ხოლო დრეს-კოდი – “Garden of Time”. დრესკოდის შთაგონება ჯეი ჯი ბალარდის ამავე დასასელების მოკლე რომანი გახდა. Vogue-ის განმარტებით, “დრეს კოდი არ ეხება ძმებ გრიმებსა თუ დისნეის. ის გადმოსცემს იდეას, რომ ისტორიაში დროის მონაკვეთები ერთმანეთთან გადახლართულია. წარსული პირდაპირ განსაზღვრავს აწმყოს და შესაბამისად, მომავალს.”

წითელ ხალიჩაზე იდეების სხვა და სხვა ინტერპრეტაციები ვიხილეთ; ვინტაჟური კაბები, ყვავილები, საათები, პრინტები… შესაძლოა ითქვას, რომ 2024 წლის Met Gala ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ საღამოდ იქცა.

იხილეთ საუკეთესოდ შემოსილი სელებრითები წითელ ხალიჩაზე: