
გავრცელებული ინფორმაციით, Saint Laurent-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის მამაკაცის კოლექციის ჩვენებას ბერლინი უმასპინძლებს. ჩვენება 12 ივნისს არის დაგეგმილი – მილანის მამაკაცის მოდის კვირეულის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. კოლექციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ფრანგული მოდის სახლი ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით კოლექციას არა საფრანგეთში, არამედ სხვა ქვეყანაში წარადგენს. გასული წლების განმავლობაში Saint Laurent-ის ჩვენებები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ჩატარდა, მათ შორის: ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში, მარაკეშში და ა.შ.

რაც შეეხება Saint Laurent-ის მამაკაცის ბოლო კოლექციის ჩვენებას, ის იანვრის თვეში პარიზში, Bourse de Commerce – Pinault Collection-ში გაიმართა. კოლექცია, რომელიც რომანტიკული, დახვეწილი, სენსუალური და ძლიერი იყო, იდეალურად ერგებოდა ატმოსფეროს, რომელშიც ის იყო ნაჩვენები. მასში შავი ფერი დომინირებდა, ნაზი ტყავის, აბრეშუმის, ხავერდისა და შიფონის დეტალები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა, დიდი ზომის ბაფთები კი კოლექციის ხასიათს სრულყოფილად წარმოაჩენდა.
ჩვენების ჩანაწერი