მრავალი წელია, რაც მოდა და კინო ერთმანეთთან ახლო კავშირს ინარჩუნებს. კინემატოგრაფიის, როგორც ხელოვნებისა და პოპ კულტურის ფენომენის ელემენტები ჩნდება სხვადასხვა ბრენდის ჩვენებებსა და კამპანიებში. ეს კავშირი სანახაობრივი და მეტად შთამბეჭდავი ფორმით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ფრანგული მოდის სახლმა – Saint Laurent-მა. დიზაინერმა ენტონი ვაკარელომ წარადგინა თავისი შემოქმედებითი ხელმძღვანელობით გადაღებული კამპანია, რომელშიც თანამედროვე კინემატოგრაფიის ლეგენდები მონაწილეობენ. მამაკაცის ხაზის 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში ვხედავთ საკულტო რეჟისორებს: პედრო ალმოდოვარს, ჯიმ ჯარმუშს, დეივიდ კრონენბერგსა და აბელ ფერარას.

The Director’s Cut – სწორედ ამ სახელწოდებით გაერთიანდა შავ-თეთრი ვიდეოების სერია, რომელიც ბრენდში ვაკარელოს კრეატიული მემკვიდრეობის თვალსაჩინო გაგრძელებაა.

კამპანიის ფოტოგრაფი დეივიდ სიმსია.

პედრო ალმოდოვარი

ჯიმ ჯარმუში

დეივიდ კრონენბერგი

აბელ ფერარა