დეკემბერში უდაბნოში გამართული შთამბეჭდავი ჩვენების შემდეგ, მოდის სისტემისგან დამოუკიდებლად მდგარი Saint Laurent მორიგ კოლექციას გვთავაზობს. ამ სეზონზე ენტონი ვაკარელოს შექმნილი დიზაინი კვლავ სიმარტივის და კომფორტის იდეას ეფუძნება. Resort 2021 კოლექცია (მას მეორენაირად შეგვიძლია 2021 წლის გაზაფხულის პრე-კოლექციაც ვუწოდოთ), რომელიც ფრანგულმა მოდის სახლმა გუშინ გაავრცელა, უკვე გაყიდვაშია.
“წინა კოლექციაზე დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში ვმუშაობდი, ამიტომ სიმარტივის და უფრო კომფორტული სამოსის იდეამ შთამაგონა, რაც ამ პრე-კოლექციაშიც გამოვიყენე.”
ენტონი ვაკარელო, Saint Laurent-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი
Saint Laurent Resort 2021















დღეს ახალი კოლექცია Burberry-ის მოდის სახლმაც გაავრცელა. შემოდგომის პრე-კოლექციის მთავარი ინსპირაცია ტრადიციული ბრიტანული სამოსი და გარე აქტივობებია, რასთანაც ბრენდი დაარსების დღიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
“ეს ჩემი უნიფორმაა გარე აქტივობებისთვის. კოლექცია ბუნების კონტრასტული ელემენტების მიმართ ჩემს სიყვარულს წარმოაჩენს. მასში ბუნების დიდებულება და მშვენიერება გამოსადეგობასა და პრაქტიკულობასთან ერთიანდება. ტრადიციული ბრიტანული დრეს-კოდების მდიდრულმა მემკვიდრეობამ შთამაგონა და ისინი ახალი პერსპექტივით გადმოვეცი.”
რიკარდო ტიში, Burberry-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი
Burberry Pre-Fall 2021

















სიმარტივის იდეას დაეყრდნო Tory Burch-იც. 2021 წლის შემოდგომის პრე-კოლექციის შექმნისას ამერიკელი დიზაინერი ფიქრობდა თუ რა გვსურს რეალურად და რა გაუძლებს დროს, რაც მისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. შედეგიც შესაბამისად ამ ძიებას ეხმიანება, რომელსაც, რა თქმა უნდა, თორისთვის ჩვეული დეკორატიულობა ამშვენებს.
“ზაფხულის/2021 წლის შემოდგომის პრე-კოლექცია სისადავის მიმზიდველობას ავლენს.მასში ვხვდებით თავისუფალ სილუეტებს – დაგრძელებულ ფორმებს, ახალ საკოსტიუმე ქსოვილებს და სუფთა ხაზებთან შერწყმულ მოცულობას. კოლექცია იკვლევს უბრალოებაში გამოხატულ ოსტატობას და სიმარტივის შეგრძნებას.”
თორი ბარჩი
Tory Burch Pre-Fall 2021











