ივ სენ ლორანის დამოკიდებულება და სიყვარული მარაქეშის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. ამ ადგილას პირველი ვიზიტის შემდეგ, რომელიც 1966 წელს შედგა, მაროკო ლეგენდარული დიზაინერის შემოქმედებაში შთაგონების მუდმივ წყაროდ იქცა, ასევე მის ერთ-ერთ სახლად, რომელსაც პერიოდულად სტუმრობდა.

პიერ ბერჟე და ივ სენ ლორანი
© Musée Yves Saint Laurent Paris / Guy Marineau
WWD-ს გავრცელებული ინფორმაციით, Saint Laurent-ის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი ენტონი ვაკარელო მოდის სახლისთვის შექმნილ კაცის ახალ კოლექციას 15 ივლისს მარაქეშში წარადგენს. ამაღელვებელი სიახლე გვაფიქრებინებს, რომ წინ დაუვიწყარი სანახაობა გველოდება, თუმცა პრეზენტაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.