ლოს ანჯელესში ქანიე უესტი პაპარაცების ობიექტივში უჩვეულო ჩაცმულობით მოექცა. მთლიანად დაფარულ ბალაკლავასთან და Nike-ის ფეხსაცმელებთან ერთად, ზაფხულის ცხელ ამინდში მუსიკოსს თბილი ცისფერი ქურთუკი ჰქონდა მორგებული, რომელზეც არავითარი ლოგო არ იყო წარმოდგენილი. როგორც დღეს გაირკვა, მას Yeezy Gap ეცვა.

Kanye West © Twitter

ხმაურიანი თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი პირველი ნივთის გამჟღავნებამ მომენტალურად მიიპყრო უამრავი ადამიანის ყურადღება.

ქანიე უესტსა და გეფს შორის თანამშრომლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია ერთი წლის წინ გავრცელდა. ამერიკულ ბრენდსა და მუსიკოსს შორის 10 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, მათი ერთობლივად შექმნილი პირველი კოლექციის გამოშვება კი 2021 წელს დაანონსდა. 

 „მინდა გეფის სტივ ჯობსი ვიყო… მხოლოდ კაფსულა კოლექცია არ მაქვს მხედველობაში. გეფზე სრულ Hedi Slimane შემოქმედებით კონტროლს ვგულისხმობ.“

ქანიე უესტი, Style.com, 2015

‘Round Jacket’ გადამუშავებული ნეილონის გამოყენებით არის დამზადებული. მისი ღირებულება  $200-ს შეადგენს. ამ ეტაპზე ქურთუკის შეძენა მხოლოდ ამერიკელი მოხმარებლებისთვის ან წინასწარი შეკვეთით არის შესაძლებელი.