შვეიცარიული საათების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო მოვაჭრის მფლობელი გახდა – Rolex-მა Bucherer შეიძინა. აღნიშნული სიახლე Bucherer-ის მფლობელის, Jörg Bucherer-ის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომ პირდაპირი შთამომავლების არ ყოლის გამო, რომლებსაც მართვის სადავეებს გადააბარებდა, თავისი კომპანია გაეყიდა. შესყიდვის ფასი არ გამჟღავნებულა.
“ეს ნაბიჯი ასახავს ჟენევაში დაფუძნებული ბრენდის სურვილს უკვდავყოს Bucherer-ის წარმატება და შეინარჩუნოს ის მჭიდრო კავშირი, რომელიც ორივე კომპანიას 1924 წლიდან აქვს ერთმანეთთან,” – ვკითხულობთ Rolex-ის განცხადებაში.
მსოფლიო მასშტაბით Bucherer-ს 100 მეტი მაღაზია აქვს, მათ შორის Rolex-ის მოდელები 53-ში არის წარმოდგენილი, Tudor კი – 48 მაღაზიაში. ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ, Bucherer შეინარჩუნებს თავის სახელს, ხოლო ბიზნესი დამოუკიდებლად იქნება მართული.