“ლუი ვიტონის” სარეკლამო კამპანიამ კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო. ამჯერად, ფრანგული ბრენდის რეკლამაში ჩოგბურთის ლეგენდებს ვხედავთ. როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი, თანამედროვე ჩოგბურთის უდიდესი ათლეტები, “ლუი ვიტონის” კამპანიაში ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა გადაიღო.
ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიაში სპორტის ლეგენდები ერთად მონაწილეობენ. 2022 წელს, ბრენდმა მიმდინარე დეკადის ერთ-ერთი ყველაზე ვირუსული კამპანია შექმნა, როდესაც ერთ რეკლამაში, ერთმანეთის პირისპირ, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ წარმოგვიდგინა.
იხილეთ ახალი სარეკლამო კამპანია: