ვარსკვლავების გახმაურებული სტილის მომენტების ჩამონათვალი არასდროსაა სრულყოფილი ლივ ტაილერის და სტელა მაკარტნის მეტ გალას ლუქის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ადამიანები ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ წითელ ხალიჩაზე დასამახსოვრებლები იყვნენ, რთულია დავასახელოთ ვარსკვლავური მომენტი, რომელიც მოდაში ორ მნიშვნელოვან დეკადას შორის სიმბოლურ ბმად იქცა.

სიმბოლური იყო არა მხოლოდ სტილი, რომელიც აერთიანებდა 1990-იანი წლების როკ-კულტურას ადრეული 2000-იანების აბსურდულ და საკამათო მოდასთან, არამედ მეტ გალას თემა და ცნობილი მეგობრების წარმომავლობა.
1999 წელს მეტ გალას თემად “Rock Style” შეირჩა. ლივ ტაილერი და სტელა მაკარტნი კი, როგორც მსოფლიოში აღიარებული როკ-ვარსკვლავების, სტივენ ტაილერის და პოლ მაკარტნის ქალიშვილები, პრესტიჟული საღამოს სტუმართა სიაში პირველად მოხვდნენ.
23 წლის შემდეგ, პრაიდის თვის კოლექციის შთაგონებად ინგლისელმა დიზაინერმა სწორედ ზემოთხსენებული საკულტო კოსტიუმი გამოიყენა.
ფოტოგრაფი – ჟაკლინ ლენდვიკი