Mickey 17 – ასე ჰქვია ოსკარის მფლობელი რეჟისორის, Parasite-ის შემქმნელ ბონგ ჯუნ–ჰოს ახალ კინოსურათს, რომელშიც მთავარ როლს რობერტ პატინსონი ასრულებს. ახლახან ინტერნეტში ფილმის პირველი ოფიციალური თიზერი გამოქვეყნდა. 30-წამიან ვიდეოში ვხედავთ მთავარი როლის შემსრულებელ რობერტ პატინსონს, რომელიც მაღალტექნოლოგიურ კაფსულაშია მოთავსებული. თიზერის გამოქვეყნებასთან ერთად, კინოსტუდია Warner Bros.-მა ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღიც დაასახელა –  Mickey 17 მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 2024 წლის 29 მარტს გამოვა.

როგორც ცნობილია, ფილმის სიუჟეტი მომავლის სამყაროში განვითარდება, სადაც ადამიანების კლონებს ქმნიან. რობერტ პატინსონის გმირს კი ამის დაშვება არ სურს. როგორც კინო მიმომხილველები ვარაუდობენ, ბონგ ჯუნ-ჰო კვლავაც თავისი ხელწერისათვის დამახასიათებელ სურეალისტურ ნამუშევარს შესთავაზებს მაყურებელს.