რიკარდო ტიში ახალ როლში გვევლინება. იტალიელი დიზაინერი ლონდონში დაფუძნებული ბეჭდური გამოცემის, Boy.Brother.Friend-ის, პირველი მიწვეული რედაქტორი და კრეატიული დირექტორია. მისი თქმით, ეს შესაძლებლობა მისთვის ძალიან პირადული და განსაკუთრებულია.
Boy.Brother.Friend KK Obi-მ 2020 წელს შექმნა და როგორც მან განაცხადა, რიკარდო თავიდანვე მხარს უჭერდა მის “საქმესა და მისიას.” ჟურნალი ფოკუსირებულია გამოიკვლიოს აფრიკა, აფრიკული დიასპორა და მამაკაცის იდენტობები “თანამედროვე ხელოვნების, მოდისა და თეორიის მეშვეობით.”
ფოტო: Inez and Vinoodh
რიკარდოს რედაქტორობით გამოცემული Boy.Brother.Friend-ის მე-8 ნომერი საგაზეთო ჯიხურებში ივლისიდან გამოჩნდება. ნომრის თემა “რწმენაა.” Cover story 40 გვერდისგან იქნება შედგენილი, რომლის მთავარი გმირი მსახიობი მიკაელა კოელია, რომელიც ინეზმა და ვინუდმა გადაიღეს.