რთულია დავასახელოთ თანამედროვე კინოს, მუსიკისა თუ მოდის ცნობადი სახე, რომელიც მეტროპოლიტენის მუზეუმის გალა საღამოს, Met Gala-ს არ დასწრებია, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს რამდენიმე ვარსკვლავი, რომელთა როლი ღონისძიების განხილვადობასა და პოპულარობაში იმდენად დიდია, რომ დროთა განმავლობაში, Met Gala მათ გარეშე წარმოუდგენელიც კი გახდა. სწორედ ასეთი ვარსკვლავია რიანა. ბარბადოსელი მუსიკოსის კოსტიუმები და მონდომება ყოველ ჯერზე იწვევს აღფრთოვანებას, როგორც გულშემატკივრებში, აგრეთვე კრიტიკოსებში.
Met Gala-ს სტუმართა სია წელსაც საიდუმლოა, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით – რიანა 2024 წლის Met Gala -ს დაესწრება. ამის შესახებ ვარსკვლავმა თავად განაცხადა.
გეტყვით, რომ Met Gala ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს იმართება. 2024 წლის Met Gala-ს დრესკოდია – The Garden of Time. მისი ინსპირაცია ბრიტანელი მწერლის, ჯეიმს ბალადის ამავე სახელწოდების მოთხრობაა. დრესკოდის კონცეფცია შესაძლოა ბევრნაირად განიმარტოს, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე, Met Gala-ს ხალიჩაზე სავარაუდოდ ყვავილების და ბუნების პეიზაჟებით შთაგონებულ კოსტიუმებს ვიხილავთ.