Forbes-ის ოფიციალური ინფორმაციით, Rihanna-ს ქონებამ 1,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ მონაცემებით, ის ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ქალი და გართობის ინდუსტრიაში მეორე ყველაზე მდიდარი ქალია. ამ უკანასკნელ კატეგორიაში, მას მხოლოდ ტელეწამყვანი ოპრა უინფრი უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ Rihanna-ს მილიარდერის სტატუსი მუსკალური კარიერის დამსახურება არ არის – მისი შემოსავლის მსგავსი ზრდა სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების ცნობილმა ბრენდმა, Fenty Beauty-მ განაპირობა. რიანა თავად არის ამ კომპანიის დამფუძნებელი და ბიზნესის 50-პროცენტიან წილს ფლობს. გარდა ამისა, მის სახელთან და ბიზნესთან არის დაკავშირებული საცვლების ხაზი Savage x Fenty.
Fenty Beauty 2017 წელს დაარსდა. როგორც უკვე აღინიშნა, Rihanna ბიზნესის ნახევარს ფლობს, ხოლო დარჩენილი 50-პროცენტიანი წილი მოდის უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის საკუთრებაშია. რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, რიანამ ბოლო სტუდიური ჩანაწერი 2016 წელს გამოიცა.