Rihanna მთელმა მსოფლიომ თავისი მუსიკით გაიცნო, თუმცა, დღეს ის უფრო მეტად ასოცირდება დიზაინთან, ვიდრე პოპვარსკვლავთან. ალბათ, გახსენებაც გაგვიჭირდება, როდის მოვუსმინეთ ერთ დროს ყველაზე გაყიდვადი მომღერლის ახალ კომპოზიციას – მისი ბოლო ალბომის გამოსვლის შემდეგ, მალე 5 წელი გადის. მიუხედავად ასეთი პასიურობისა, ის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მუსიკას მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. მუსიკალურ ალბომზე არა, მაგრამ როგორც გაირკვა, რიანა კლინარიულ წიგნზე მუშაობს.

როგორც რიანამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ლოქდაუნის დროს, მისი კრეატიულობა და ინტერესების სფეროები გაიზარდა, მათ შორის, ერთ-ერთი ახალი ჰობი კულინარია აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, Rihanna კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ტრადიციული სამზარეულოს შესწავლას შეუდგა და კულინარიული წიგნის გამოცემას გეგმავს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონისაგან, მსგავსი კონტრასტული პროექტი, კომერციულად შესაძლოა წარმატებულიც აღმოჩნდეს.