სიახლე ცოტა ხნის წინ ინსტაგრამის საშუალებით დადასტურდა. ვარსკვლავის ფოტო ცნობილმა ფოტოგრაფმა Miles Diggs-მა გამოაქვეყნა. რიანას ორსულობის შესახებ ჭორები ხშირად ვრცელდებოდა, თუმცა მომღერალი აქამდე დუმილს ამჯობინებდა.

შეგახსენებთ, რომ რიანას და ეისაფ როკის რომანტიკულ ურთიერთობაზე პრესა პირველად 2020 წლის ნოემბერში ალაპარაკდა. 2021 წელს, ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში, წყვილმა გავრცელებული ხმები დაადასტურა.