დღეს ფლორენციაში რიკ ოუენსის მამაკაცის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელზეც დიზაინერმა Converse-სთან თანამშრომლობით შექმნილი კედები წარადგინა.

წლების განმავლობაში Converse-ის საკულტო დიზაინის მოტივები რიკ ოუენსის შემოქმედებაში არაერთხელ გვინახავს, რასაც თავად დიზაინერიც ხაზს უსვამს: “Converse-ს რეფერენსად წლების განმავლობაში ვიყენებდი, ამიტომ როცა თანამშრომლობა შემომთავაზეს, ვიცოდი, რომ ამის გაკეთება კარგი და ბუნებრივი იქნებოდა.”

რიკმა WWD-სთან გადაცხადა, რომ სნიქერები არასდროს მოსწონდა და მათ ჩაცმაზე ყოველთვის უარს ამბობდა. “უბრალოდ ვერ ვიტანდი სნიქერის არაფორმალურ და საგარეუბნო ეთოსს,” – ამბობს ის. თუმცა მას განსხვავებული დამოკიდებულება გაუჩნდა Converse-ის Chuck Taylors-ის მიმართ, როცა ის პირველად პანკ-როკის წარმომადგენელი ბენდის, The Ramones-ის, წევრების სტილთან სინთეზში იხილა.

“როცა კონვერსზე ვფიქრობ, შავ-თეთრი Chuck Taylors და პანკ-როკის თაობა მაგონდება. ესენი ყოველთვის წარმოადგენდა ჩემი ესთეტიკის საკულტო საყრდენებს. Chuck Taylors-ის ჩაცმისას საკუთარ თავს აკუთვნებ თაობას, რომელიც ექსპერიმენტული იყო. სუბკულტურასთან მიმართებაში სარწმუნო დინამიურობა არსებობს.

რიკ ოუენსი

კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ხაზი Converse x Drkshdw უნისექსია, რომელიც მაღალყელიანი Chuck 70-ის ორ განახლებულ ვარიანტს მოიცავს, სახელად – TurboDrk Chuck 70.

© Converse x Rick Owens

Converse x Drkshdw-ის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი კედების ფასი  $165-დან $170-მდე იმერყევებს.

“როცა რაღაც ძალიან გავრცელებულს ვხედავ, მინდება, რომ დავამახინჯო. მაგრამ Chuck Taylor All Star-ის შემთხვევაში, ეს მისი ერთ-ერთი უდიდესი ხიბლია.

რიკ ოუენსი

Rick Owens შემოდგომა/ზამთარი 2021

ჩვენების ჩანაწერი