“მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი ისეთი რამე შემექმნა, რაც გავრცელებული მკაცრი ესთეტიკის ალტერნატივა იქნებოდა. წესით მას უნდა ვერგებოდეთ, მაგრამ მე საზღვრების მოშლას ვცდილობ. არა საბრძოლო იერიშით, არამედ გზით, რომელიც ამ ნათქვამს გამოხატავს: “ამას იმ სტანდარტების ალტერნატივად გთავაზობთ, რომლებსაც მიჩვეულები ხართ.” ჩემი აზრით, საკუთარი თავის რწმენით და გარკვეული ალღოს და სითამამის ქონით შევძელით, ჩვენებური სილამაზე დაგვემკვიდრებინა. უფრო ჭკვიანური სილამაზე.”
– რიკ ოუენსი, CNN, 2021 წელი.

ციფრულად წარმოდგენილი ოთხი კოლექციის შემდეგ, რიკ ოუენსმა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩვენება კვლავ ფიზიკურ ფორმატში გამართა. Palais De Tokyo-ში, ხელოვნური ნისლით დაფარულ სივრცეში, ოუენსის პირველი ნამუშევარი მისმა დიდი ხნის პარტნიორმა – მიშელ ლამიმ წარმოადგინა.

“სიბნელის ლორდმა” ჩვენებას “Fogachine” უწოდა. როგორც ოუენსმა თიმ ბლენქსთან საუბრისას განაცხადა, ამ კოლექციით სურდა, ისეთი რამ წარმოედგინა, რისი შეთავაზებაც მხოლოდ მას შეეძლო და სხვას არავის. უნდოდა თითოეულ ლუქზე რიკ ოუენსის ხელწერა მკაფიოდ ყოფილიყო ასახული და ყველაფერი ძალიან მდიდრულად, საუკეთესოდ ყოფილიყო შესრულებული. “ფორმები, რომლებიც შესახედავად უხეშია, მაგრამ კლასიკური, სკულპტურული და გრაფიკული – ეს ჩემი პირადი ხელწერაა,” – აღნიშნა რიკმა.

Rick Owens გაზაფხული/ზაფხული 2022

“Fogachine”