
რიანას სტილი, მით უფრო ბოლო 7 წლის განმავლობაში, მოდის ინდუსტრიაში განხილვის საგანი უწყვეტ რეჟიმში იყო. განსაკუთრებით შარშან, როდესაც მისი ორსულობის შესახებ გახდა ცნობილი. მომღერალმა მსოფლიოს აჩვენა, რომ საორსულე სტილი შეიძლებოდა ყოფილიყო სექსუალური, მოდური და მრავალფეროვანი. რიანას სტილის ერთ-ერთი მთავარი ხაზი მოშიშვლებული მუცელი იყო, რასაც წლევანდელი, უკვე მეორე ორსულობისას კვლავაც ვხედავთ, თუმცა ნაკლები სიხშირით.




ახლახან, რიანამ საჯარო გამოჩენისთვის Y/Project-ზე შეაჩერა არჩევანი და მათი ერთ-ერთი ყველაზე დახურული ჯინსის კოსტიუმი მოირგო. დენიმი დენიმზე რომ წლის პოპულარულ ტრენდებს შორისაა რიანაც უსვამს ხაზს, თუმცა მისი საორსულე სტილის ამგვარი ცვლილება ერთდროულად საინტერესოცაა და უჩვეულოც. ერთი რამ კი, კვლავაც ცხადია, მუსიკოსი სტილის გამორჩეული ვარსკვლავის სტატუსს ინარჩუნებს და ფრაზა “It’s ugly until Rihanna decides it’s not” – მარადიულია.