რიანა და რეპერი A$AP Rocky მეორე შვილის მშობლები გახდნენ. როგორც საერთაშორისო მედია წერს, რიანამ 3 აგვისტოს ლოს ანჯელესში იმშობიარა და ვაჟი შეეძინა. ამ დრომდე ეს ამბავი პრესისათვის საიდუმლოდ რჩებოდა. ინფორმაცია პირველად TMZ-მ გაავრცელა, შემდეგ კი იგივე სიახლის შესახებ People-მა დაწერა. ახალშობილის სახელი ჯერჯერობით უცნობია.

რიანას და A$AP Rocky-ის პირველი შვილი 2022 წლის მაისში შეეძინათ. რიანას მეორე ორსულობის შესახებ ცნობილი 2023 წლის  Super Bowl Halftime Show-ს მიმდინარეობის დროს გახდა, როცა ვარსკვლავი მუსიკალური პერფორმანსის დროს სცენაზე დიდი მუცლით გამოჩნდა.