რიანა ერთ-ერთი ის არტისტია, რომლის სტილის ევოლუცია წლებთან ერთად საინტერესოდ ვლინდება. რიანასთვის იმიჯის მთავარი განმსაზღვრელი დეტალი ყოველთვის ვარცხნილობა იყო. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ვარსკვლავმა ისიც კი აღნიშნა, რომ სწორედ თმა გამოხატავდა მისი, როგორც ვარსკვლავის სხვადასხვა ეპოქას. ბოლო თვეების განმავლობაშიც რიანას ლუქებში არაერთი საინტერესო ექსპერიმენტი გამოიკვეთა და ყოველ ჯერზე თმა ტრადიციულად წამყვან როლს ასრულებდა.
ბოლოდროინდელი მრავალი შთამბეჭდავი საჯარო გამოჩენის შემდეგ, რიანამ თაყვანისმცემლებს სიახლე შესთავაზა და Fenty Beauty-ის ახალი ხაზი – Fenty Hair წარადგინა. რიანასათვის ჩვეული ხელწერით, საანონსე ვიდეოში თავად მონაწილეობს და მომხმარებელს თავადვე აცნობს ახალი ხაზის კონცეფციას. როგორც რიანა აღნიშნავს, პროდუქტები ყველა ტიპის თმის მოვლის, აღდგენის, გაჯანსაღებისა და დაცვისთვის შეიქმნა. Fenty Hair-ის პირველ კოლექცია 13 ივნისს გამოვა.