ამერიკის კინოაკადემიამ 2023 წლის ოსკარის დაჯილდოების ნომინანტების მოკლე სია, ე.წ. შორტლისტი წარადგინა. კინოფილმისათვის დაწერილი კომპოზიციის კატეგორიაში ერთ-ერთი ნომინანტი რიანაა. ვარსკვლავი წარდგენილია სიმღერისათვის – Lift Me Up. კომპოზიცია „მარველის“ ცნობილი კინოსურათის, „შავი პანტერას“ მეორე ნაწილის საუნდტრეკია.

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 95-ე დაჯილდოება 12 მარტს, დოლბის თეატრში გაიმართება. ცერემონია ლოს ანჯელესის დროით, დღის ხუთ საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ რიანამ ბოლო მუსიკალური ალბომი სახელწოდებით Anti 2016 წელს გამოუშვა და მას შემდეგ, მსმენელისათვის ახალი ნამუშევარი არ წარუდგენია. შესაძლოა ვთქვათ, რომ Lift Me Up მისი მუსიკალურ სცენაზე დაბრუნება იყო.