რიანამ მოკლემეტრაჟიანი ვიდეო დააანონსა, რომელშიც თავისი პარტნიორი, რეპერი Asap Rocky მონაწილეობს. ვიდეოს სრული ვერსიის პრემიერა 28 თებერვალს Fenty Beauty-ის YouTube არხზე შედგება.
ვიდეოს თიზერიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ის რიანას კოსმეტიკური ბრენდების – Fenty Skin-ის და Fenty Beauty-ის რეკლამაა. აღსანიშნავია, რომ Asap Rocky ერთხელ უკვე გამოჩნდა Fenty Skin-ის სარეკლამო რგოლში, როცა მან ბრენდის ტუჩის ბალმი წარადგინა.
რიანამ Fenty Beauty 2017 წელს დააფუძნა. ბრენდი მალევე გახდა პოპულარული ინკლუზიური მიდგომით და მრავალფეროვანი პროდუქტებით. ამის შემდეგ ბრენდმა კიდევ ერთი ხაზი Fenty Skin წარადგინა, რომელიც სახის და ტანის კანის მოვლის საშუალებებს აერთიანებს. 2021 წელს რიანა Forbes-ის მილიარდერების სიას შეუერთდა.
მისი მილიარდერის სტატუსი არა მუსიკალურმა კარიერამ, არამედ სწორედ Fenty Beauty-მ განაპირობა. ამჟამად რიანა კომპანიის 50%-იან წილს ფლობს, აქციების მეორე ნახევარი კი მოდის უმსხვილესმა კონგლომერატმა – LVMH-მა შეისყიდა.