დამწყები დიზაინერების მხარდასაჭერად, Nordstrom და Dover Street Market თანამშრომლობას იწყებენ და ამით retail-ის მომავლის ახალ ხედვასაც გვთავაზობენ. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როცა DSM სხვა საცალო მოვაჭრესთან ერთად ქმნის “shop-in-shop” გამოცდილებას.

მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესსა და ვანკუვერში მდებარე Nordstrom-ის Space სექციებში და ასევე ონლაინ, წარმოდგენილი იქნება შვიდი ბრენდი, რომელთაც DSM დამწყები დიზაინერების პლატფორმა Dover Street Market Paris-ის საშუალებით უჭერს მხარს. Space-ის იდეაც ახლოს დგას DSMP-ს კონცეფციასთან და ისეთ ახალგაზრდა ბრენდებს ეხმარება, როგორებიცაა: Jacquemus, Meryll Rogge, Simone Rocha, Cecilie Bahnsen, Wales Bonner, Chopova Lowena, Marine Serre და ა.შ.

“SPACE” ხუთი წლის წინ დამწყები დიზაინერების მხარდასაჭერად დავიწყეთ. მისი საშუალებით სიახლეების შეთავაზებას ვაგრძელებთ და Nordstrom-ის მომხმარებელს აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობას ვაძლევთ. Comme des Garçons-ის და Dover Street Market-ის გუნდთან ხანგრძლივი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და როცა შევიტყვეთ, რომ დამწყები დიზაინერების მხარდასაჭერი სივრცე შექმნეს, ვიცოდით, რომ მათვის ეს კონცეფცია უნდა შეგვეთავაზებინა, რადგან ის ჩვენს მისიას ასე უკავშირდება.”

ოლივია კიმი, Nordstrom-ის შემოქმედებითი პროექტების ვიცე პრეზიდენტი

Nordstrom-ის სივრცეებში თითოეული ბრენდი 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს წარადგენს. ეს ბრენდებია: გოშა რუბჩინსკის Rassvet, Vaquera, Youths in Balaclava, ERL, Liberal Youth Ministry, Honey Fucking Dijon და Weinsanto.

“მოხარულები ვართ, რომ ისევ ვთანამშრომლობთ ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორებთან – ოლივია კიმთან და Nordstrom-ის გუნდთან, რათა Dover Street Market Paris-ის შვიდივე ბრენდი მათ Space-ში განთავსდეს,” – ამბობს Dover Street Market America-ს და Comme des Garçons America-ს ვიცე პრეზიდენტი ჯეიმს გილქრისტი. “ისინი იდეალური პარტნიორები არიან DSMP-ის კოლექციების ასეთი სახით შესათავაზებლად.”

აღნიშნული ინიციატივის ნაწილია ფიზიკური და ციფრული გამოცემის გამოშვებაც, რომელიც მომხმარებელს ამ კოლაბორაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის და უკეთ გააცნობს შვიდივე ბრენდს.